სასწავლო ტური დასავლეთ საქართველოში ზემო სვანეთის ახალგაზრდა ლიდერებისთვის

8-12 აპრილს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) ახორციელებს სასწავლო ტურს ზემო სვანეთის ახალგაზრდა ლიდერებისთვის.

სასწავლო ტურში მონაწილეობას იღებს ფარის, ლატალის, ეცერის, ჭუბერის, მაზერის თემიდან 15 ახალგაზრდა.

სასწავლო ტური მოიცავს ორ კომპონენტს:
1.    დღე-ნახევრიან ტრენინგს ზუგდიდში თემაზე ღონისძიების მართვა და მოხალისეობა.
2.      წარმატებულ ორგანიზაციებთან ვიზიტს ზუგდიდში, ბათუმში, ოზურგეთსა და ქუთაისში. მასპინძელი ორგანიზაციები ზემო სვანეთის ახალგაზრდებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას. გარდა ამისა, თითოეულ მხარეს შესაძლებლობა ექნება წარადგინოს საკუთარი იდეები და შეთანხმდნენ ერთობლივი ღონისძიებისა თუ პროექტის განხორციელებაზე.

ახალგაზრდები სასწავლო ტურის დროს მიღებულ გამოცდიელებას გაუზიარებენ თანატოლებს ზემო სვანეთში, პრეზენტაციის ან სხვა სახის აქტივობის მეშვეობით.