დაახლოებით დილის 8:00-საათზე გავიღვიძეთ ვისაუზმეთ და 10:00 საათისთვის წავედით რადიო „ათინათში“, სადაც მომუშავე პერსონალმა მოგვიწყო თბილი დახვედრა, მათ დაგვათვალიერებინეს სამუშაო ოთახები და დაწვრილებით აგვიხსნეს მათი საქმიანობა. ასევე გვქონდა შესაძლებლობა დავსწრებოდით პირდაპირი რადიო ჩართვის მსვლელობას. მათ მოგვცეს საშვალება მსურველებს ჩაგვეწერა საკუთარი შთაბეჭდილებები სასწავლო ტურის შესახებ, რასაც ჩვენს თვალწინ გაუკეთეს მონტაჟი და გადმოგვცეს სამახსოვროდ. ჩვენ ძალიან მოგვეწონა ხმი ჩაწერის პროცესი, ერთადერთი რაც ვინანეთ იყო ის, რომ არ ვთქვით მეტი. რადიო „ათინათში“ ვიზიტის შემდეგ ჩვენ შეგვექმნა სრული წარმოდგენა იმის შესახებ თუ როგორ იქმნება რადიო გადაცემები.
ამის
შემდეგ
გავემგზავრეთ
ბათუმში.
მანქანაში
ბევრი
ვიმხიარულეთ,
ვთამაშობდით
სააზროვნო
თამაშებს
და
ვმღეროდით
ქართულ
სიმღერებს.
დავბინავდით
სასტუმრო
„ადელში“
და
15:00 საათზე
წავედით
არასამთავრობო
ორგანიზაცია
„დემოკრატიის
ინსტიტუტში“,სადაც
გვესაუბრნენ
მათ
დანიშნულებასა
და
მოღვაწეობაზე,
გრანტების
მოპოვების
სამართლებრივ
გზებზე.
ჩვენ
ვისწავლეთ
თუ
როგორ
უნდა
მოვიპოვოთ
დაფინანსება
წარმატებული
პირისგან
და
არ
ვუთხრათ
მათ
უბრალოდ
„მიყიდე“.
ორგანიზაციის
წარმომადგენლებს
გაუზიარეთ
იდეები
გადმოგვცეს
საჩუქრად
წიგნი
„ქართული
კულტურა,სამართლის
ძეგლები
და
დემოკრატიული
ღირებულებები“
.
დემოკრატიის
ინსტიტუტიდან
წამოსვლის
შემდეგ
გავისეირნეთ
ბულვარში
და
ვეწვიეთ
N2 საჯარო
სკოლის
სამოქალაქო
კლუბ
„ბალავარს“.
კლუბმა
პრეზენტაცია
ცეკვით
გახსნა
და
შუალედებშიც
წარმოგვიდგინა
მუსიკალური
ნომრები.მათივე
მოთხოვნით,
მუსიკალური
ნომრების
საპასუხოდ
ჩვენც
შევასრულეთ
რამოდენიმე
ხალხური
სიმღერა.
მათ
გვიჩვენეს
ფილმი
და
დეტალურად
აგვიღწერეს
კლუბის
საქმიანობა.
ჩვენ
და
„ბალავარის“
წევრებმა
გავცვალეთ
იდეები
და
კონტაქტები.
იყო
ბევრი
ახალი
და
საინტერესო
იდეა
რომელთა
განხორციელებასაც
საკმაოდ
რეალური
შანსები
აქვს.
შეხვედრის
დასასრულს
მიგვიწვიეს
ლანჩზე
და
გამოგვაცილეს
ცეკვით.
საღამოს
ვივახშმეთ
და
კომენტარებით
შევაჯამეთ
სასწავლო
ტურის
მე-3
დღე,
რის
შემდეგაც
გავედით
ბათუმის
ბულვარში,
დავათვალიერეთ
სხვადასხვა
ღირსშესანიშნაობები,
ვიცეკვეთ
და
ვისეირნეთ
გვიანობამდე.
დღემ
ფრიად
სასიამოვნოდ
ჩაიარა.
ყველაზე
კარგი
კი
ის
არის
რომ
რაც
უფრო
ბევრ
ორგანიზაციებსა
და
აქტიურ
თანატოლებს
ვხვდებით
მით
უფრო
დიდი
სურვილი
გვიჩნდება
ჩვენც აქტიურად
ჩავერთოთ სამოქალაქო
ცხოვრებაში
.