პროექტის ფარგლებში პირველ ფაზაზე ზემო სვანეთის 15 ახალგაზრდა 2013 წლის 8 აპრილიდან გაემგზავრა დასავლეთ საქართველოს ქალაქებში არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის გასაცნობად. ტურის დაწყებამდე ახალგაზრდებმა შეავსეს სამოტივაციო წერილები, წარადგინეს საპროექტო იდეები.