15 აპრილს დაიწყო პროექტის განხორციელების მეორე ნაკადი. ზემო სვანეთის არასამთავრობო ორგანიზაციების 13 წარმომადგენელი გაემგზავრა დასავლეთ საქართველოს ქალაქებში ორგანიზაციების მუშაობის გასაცნობად. ასევე 15 და 16 აპრილს ქალაქ ზუგდიდში მათ ჩაუტარდებათ ტრენინგი თემაზე : პროექტების მართვა, მოხალისეობა და ადვოკატირების დროს სოციალური მედიის მნიშვნელობაზე.