ტურის პირველი დღის
აღწერა დაევალა: ნინო უშხვანს,თამუნა ფარჯიანსა და იზა ვიბლიანს. ხოლო ტურის მეორე
დღის აღწერა ჩვენ: მარიკა ჩამგელიანს,გვანცა გვიჩიანსა და მარი რეზესიძეს.
ჩვენი დილა დაიწყო
სასტუმრო სამეგრელოში, საუზმით.
ამის შემდეგ დღე
გაგრძელდა ასოციაცია ათინათში, სადაც დავყავით 5 საათი. შევასრულეთ სხვადასხვა გონებრივი ვარჯიშები და პროექტის
მართვის შესახებ გავიღრმავეთ ცოდნა.
შემდგომ შეუვერთდით
ასოციაცია ათინათის კლუბის წევრებს. გავედით მემორიალზე და პატივი მივაგეთ 9 აპრილს
გარდაცვლილთა ხსოვნას.ისევ დავბრუნდით ასოციაცია ათინათში და პატარა შესვენების შემდეგ
გავესაუბრეთ სამოქალაქო კლუბის ლიდერებს მათთან
ერთად კი შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა და შევჯერდით ერთ საერთო პროექტზე.
ამ ყველაფრის შემდეგ
ვესტუმრეთ ასოციაცია ”გაენათს” გავეცანით მათ
მიერ შემუშავებულ პროექტებს და გავუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება.
შესვენების შემდგომ
ვივახშმეთ რესტორან მენძელში,სადაც არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ.....
დღის ბოლოს კი დაგვირიგდა
ლოგოიანი მაისურები, სტიკერები და ბრელოკები...
ფოტოები
დღის შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს მოსწავლეება :
გვანცა გვიჩიანი
მარიკა ჩამგელიანი
მარი რეზესიძე
ფოტოები
დღის შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს მოსწავლეება :
გვანცა გვიჩიანი
მარიკა ჩამგელიანი
მარი რეზესიძე