სასწავლო ტური დაიწყო
8 აპრილს. სვანეთიდან წამოსულნი დავბინავდით ზუგდიდის სასტუმრო „სამეგრელოში“. სასტუმროში
დაბინავების შემდეგ ვეწვიეთ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს, სადაც ქალბატონმა რუსუდან ყალიჩავამ ჩაგვიტარა ტრენინგი თემაზე ღონისძიების მართვა და მოხალისეობა.
ტრენინგის პირველი დღის მიზანი იყო ერთმანეთის გაცნობა და დაახლოება. ერთ-ერთი
სავარჯიშოს მეშვეობით უკეთ გავიცანით ჩვენი მეწყვილე, გავეცით და მივიღეთ მეტი ინფორმაცია.
ვითამაშეთ „ხილის სალათი“, რომელიც
მოითხოვდა სისწრაფეს, აზროვნებას და მობილიზებას. "ყინულის მჭრელი", თამაში, რომელმაც
გვასწავლა სხვისი აზრის მოსმენა და კვანძის გახსნა გუნდის მიერ შემუშავებული თანმიმდევრული მოქმედებებით.
ძალიან ვიხალისეთ კიდევ ერთი სააზროვნო თამაშით, რომელიც მოითხოვდა
მცირე რესურსების მაქსიმალურად გამოყენებას მიზნის მისაღწევად. ჩვენ უნდა
შეგვეფუთა კვერცხი გაზეთით, წებოვანი ლენტით და საწრუპი მილებით ისე, რომ გარკვეული
სიმაღლიდან ჩამოვარდნილი კვერცხი არ გამტყდარიყო.
ტრენინგის შემდეგ ვეწვიეთ
ასოციაცია „დეას“. იქ შევხვდით ასოციაციის ახალგაზრდული კლუბის წევრებს. შეხვედრა წარიმართა
კითხვა-პასუხის რეჟიმში, ვისაუბრეთ უკვე განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე. ახალგაზრდული კლუბის წევრებმა გაგვიზიარეს მიღებული
გამოცდილება და აღგვითქვეს დახმარება მომავალში პროექტების განხორციელებისას, გავცვალეთ
საკონტაქტო ინფორმაციები და გამოვთქვით ახლო მომავალში თანამშრომლობის სურვილი.
განტვირთვის მიზნით, გავისეირნეთ დადიანების
სახლ-მუზეუმის ეზოში, გავერთეთ ატრაქციონებზე, სრულად დავხარჯეთ ჩვენი ენერგია და მივიღეთ
დადებითი ემოციები.
გასეირნების შემდგომ ვივახშმეთ რესტორან „მენძელში“.
ვახშმობამდე გავერთეთ თამაშებით „ჰი, ჰა, ჰუ.“ და ბუშტის გადაცემა. ვახშმობის შემდეგ
დავბრუნდით სასტუმროში .
ასე დამთავრდა სასწავლო ტურის 1-ლი დღე.
ფოტოებიშთაბეჭდილებები გაგვიზიარეს მოსწავლეებმა:
თამუნა ჩამგელიანი
იზა ვიბლიანი
ნინო უშხვანი