ჭუბერის ახალგაზრდების მიერ გამოცდილების გაზიარება

2013 წლის 23 აპრილს ჭუბერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო ტურში მიღებული გამოცდიელბა და ცოდნა გაუზიარეს  ჭუბერის სკოლის მოსწავლეებს, მათ შორის სამოქალაქო კლუბის წევრებს და მასწავლებელებს (მათემატიკის, ფიზიკისა და ბიოლოგიის). 

ახალგაზრდებმა ისაუბრეს პროექტებში მონაწილეობის აუცილებლობაზე, მოხალისეობაზე და განიხილეს სასწავლო ტურზე გაცნობილი ორგანიზაციების მიმართულებები.

პრეზენტაციის შემდეგ გაესაუბრნენ მსმენელებს, მოისმინეს და განიხილეს მათი იდეები. სამოქალაქო კლუბში გაწევრიანდნენ ახალი წევრები მე-9 და მე-8 კლასიდან. 






ლატალის ახალგაზრდების მიერ გამოცდილების გაზიარება

2013 წლის 19 აპრილს სასწავლო ტურის მონაწილე ლატალის ახალაგზრედბმა მათ სკოლაში თანატოლებს გაუზიარეს CTC-ის მიერ ორგანიზებულ სასწავლო ტურში მიღებული ცოდნა. სასწავლ ტურის პრეზენტაციასთან ერთად, გავმარტეს დისკუსიები სხვადასხვა პრობლემატურ თემებზე, იდებტეს და დაგეგმეს მომავალი საქმიანობები.



ფარის ახალგაზრდების მიერ გამოცდილების გაზიარება

2013 წლის 19 აპრილს სასწავლო ტურის მონაწილე ფარის ახალაგზრედბმა მათი სკოლის სამოქალაქო კლუბის ”ცოდნა ძალაა" წევრებს გაუზიარეს CTC-ის მიერ ორგანიზებულ სასწავლო ტურში მიღებული ცოდნა. გააცნეს ახალი იდეები და სამომავლო გეგმები.

 

სასწავლო ტურის II ნაკადი დასრულდა

19 აპრილს დასრულდა სასწავლო ტურის მეორე ნაკადი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ზემო სვანეთის არასამათავრობო ორგანიზაციებისა და სანიციატივო ჯგუფების 13-მა წარმომადგენელმა. მათ მოინახულეს ზუგდიდის, ბათუმის, ქობულეთის, ოზურგეთის და ქუთაისის არასმათავრობო ორგანიზაციები, გაეცნენ მათ გამოციდლებას, წარადგინეს საკუთარი ორგანიზაციები და საპროექტო იდეები. დაიგეგმა ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე მუშაობის დაწყება.

ფოტოები IV დღე. 
ფოტოები  V დღე.

სასწავლო ტური ორგანიზაციებისთვის

15 აპრილს დაიწყო სასწავლო ტური ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის,  15-16 აპრილს  სასწავლო ტურის მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგი პროექტების მართვა, მოხალისეობა და ადვოკატირების დროს სოციალური მედიის მნიშვნელობაზე, ქალაქ ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. ტრენინგი ჩაატარა რუსუდან ყალიჩავამ.

ფოტოები I დღე.
ფოტოები II დღე.
ფოტოები III დღე.

ეცერის ახალგაზრდების მიერ გამოცდილების გაზიარება

2013 წლის 17 აპრილს CTC-ის მიერ ორგანიზებულ სასწავლო ტურის მონაწილეე ეცერის ახალაგზრდებმა მიღებული ცოდნა და ინფორმაცია გაუზიარეს ეცერის საჯარო სკოლის მოწავლეებს. შეხვედრას ესწრებოდა დაახლოებით 25 მოსწავლე. მოსწავლეების მხრიდან დიდი დაინტერესება მოჰყვა და გაუჩნდათ სურვილი, იყვნენ უფრო აქტიურები.

მაზერის ახალგაზრდების მიერ გამოცდილების გაზიარება

2013 წლის 15 აპრილს CTC-ის მიერ ორგანიზებულ სასწავლო ტურის მონაწილეე მაზერის ახალაგზრდებმა მიღებული გამოცდილება გაუზიარეს მაზერის საჯარო სკოლის მოწავლეებს. გააცნეს რას მოიცავდა სასწავლო ტურის პროგრამა, რა ორგანიზაციებს შეხვდნენ, როგორ მუშაობენ სხვა რეგიონებში სამოქალაქო კლუბები და რა ღონისძიებებს ახორციელებენ. აუხსნეს რა მნიშვნელობა აქვს მოხალისეობას, როგორ უნდა დაიწეროს პროექტი, რა არის დებატები.  ადგილზე საჩვენებელი დებატებიც ჩატარეს. შეხვედრას ესწრებოდა დაახლოებით 25 მოსწავლე

პროექტის მეორე ნაკადი დაიწყო

15 აპრილს დაიწყო პროექტის განხორციელების მეორე ნაკადი.  ზემო სვანეთის არასამთავრობო ორგანიზაციების 13 წარმომადგენელი გაემგზავრა დასავლეთ საქართველოს ქალაქებში ორგანიზაციების მუშაობის გასაცნობად. ასევე 15 და 16 აპრილს ქალაქ ზუგდიდში მათ ჩაუტარდებათ ტრენინგი თემაზე : პროექტების მართვა, მოხალისეობა და ადვოკატირების დროს სოციალური მედიის მნიშვნელობაზე.

შთაბეჭდილებები -ახალგაზრდების სასწავლო ტურის მეხუთე დღე

მეხუ  ძალიან საინტერესო  იყო, იმიტომ რო ალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ. 

შევხვდით  ახალგარზრა იურისტთა ასოციაციაში დებატ კლუბის წარმომადგენელს, რომელსაც შევუთანხმდით ჩამოვაყალიბოთ დება კლუბი

საკუთრი გამოციდლება გაგვიზიარეს ორგანიზაცია ”განათლება და სამყაროს” ახალგაზრდებმაც. შეხვედრის შემდეგ ახალგაზრდებმა ავისუფალი დრო დაგვიმეს და დაგვავალიერებინეს ქუაისის ირშეანიშნაობები,მათთან ერთად წავედით წავედით ბაგრატის აძარში, რაც ჩვენთვის უდიდესი მადლი იყო. 

შემდეგ წავედი ქუაისის ეჩვიდმეტე ჯარო სკოლაი, დაც შევხვდით ქუთაისის # 17 და # 25 სკოლის სამოქალაქო კლუბის წევერბს. შეხვედრა ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული. სამოქალაქო კლუბის წევრებმა  გაგვიზიარეს ავიან გამოცდილება, გაგვაცნე მა მიერ რმატებულად განხორციებული პროექტები. 

ბოლოს თავად ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ოფისს ვესტუმრეთ. ვენზე დიდი შთაბეჭდილებ მოახდინა, მა მიერ გადაებულმა ფილმებმა. ვისწავლე როგორ უნდა გადავი ცნობილ ადამიანებზე ფილმები  და ეს გამოცდილება მომავალში გამოგვადგება. 

საამოს როდესაც სვანეის გზას დავადექი, ყველა ემოციები დატვირული ვიყავით და ერმანეან განშორება ალიან ვიჭირდა.

დიდი იმედი გვაქვს რომ მომავალშიც ანალოგიური დღეები განმეორდება.


ფოტოები  

დღის შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს მოსწავლეებმა:
ეკა ცინდელიანი
ნინო წერედიანი
ნინო ხორგუანი

შთაბეჭდილებები -ახალგაზრდების სასწავლო ტურის მეოთხე დღე

11 აპრილს სასწავლო ტურის მონაწილეებმა დილით ადრე გავიღვიძეთ, რადგან 10:00 სთ-ზე წინასწარ გვქონდა დაგეგმილი შეხვედრა. ვისაუზმეთ და წავედით ორგანიზაცია ‘’ბორჯღალთან’’.

ორგანიზაციაში საკმაოდ თბილი დახვედრა მოგვიწყვეს, თემა კი ძირითადად შეეხებოდა მოხალისეობის არსს. ‘’ბორჯღალოს წარმომადგენლებმა გაგვიზიარეს მათი გამოცდილება ამ თემის შესახებ და გვიამბეს მათივე ინიციატივით შექმნილი მოხალისეთა საინფორმაციო ცენტრისა და მოხალისეთა სკოლის შესახებ, რომელიც მოიცავდა 10 დღიან თეორიულ და პრაქტიკულ კურსს. ‘’ბორჯღალის’’ წარმომადგენლებმა გამოთქვეს სურვილი ჩვენთან აქტიური თანამშრომლობის შესახებ, გაგვაცნეს ახალი და საინტერესო იდეები პროექტების დაგეგმვისა და სისრულეში მოყვანის შესახებ რამაც აღნიშნულ თემაზე ბევრად უფრო ნათელი წარმოდგენა შეგვიქმნა.

‘’ბორჯღალთან’’ შეხვედრის შემდეგ დასვენებისა და განტვირთვის მიზნით ბათუმის ‘’პიაცაში’’ გავისეირნეთ, დავათვალიერეთ სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები, ნაწილობრივ გავეცანით თურქულ სამზარეულოს, ვისადილეთ და ყოველივე ამის შემდეგ გავემგზავრეთ ოზურგეთში. გზადაგზა ბევრს ვმხიარულობდით, ვმღეროდით, ვყვებოდით ანეკდოტებს და ა.შ.

ოზურგეთში ჩასვლისთანავე ბატონმა პავლემ მოგვცა სახალისო დავალება რომელიც მდგომარეობდა შემდეგში, ჩვენ უნდა გავყოფილიყავით ჯგუფებად და მცირე კორესპონდენციის სახით ადგილობრივი მოსახლეობისაგან მოგვეპოვებინა ცნობები რომლებიც შეეხებოდა მათივე რეგიონს. დავალება სახალისოსთან ერთად ძალზედ საინტერესო აღმოჩნდა რადგან მის შესასრულებლად დაგვჭირდა გარკვეული პრაქტიკული უნარჩვევების გამოვლენა. შევიკრიბეთ ‘’გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრში’’ და ჩვენს მიერ შესრულებული დავალებებიც სწორედ იქ წარვადგინეთ,  მასპინძლების თანდასწრებით. ამის შემდეგ რესურსცენტრში ჩვეულებისამებრ ჩაგვიტარდა ტრენინგი პროექტირებისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობის შესახებ რამაც კიდევ უფრო გაამყარა ჩვენი ცოდნა აღნიშნულთან დაკავშირებით. გავიგეთ ბევრი ახალი რამ პროექტის წერისა და წარმოქმნილი პრობლემის სხვადასხვა გზით გადაჭრის შესახებ. შეხვედრა ჩვენთვის იყო  სასარგებლო, საინტერესო და განსხვავებული როგორც რესურსცენტრის მიდგომა აღნიშნული საკითხისადმი.

ამ შეხვედრის შემდეგ ჩვენ გვქონდა თავისუფალი დრო, რომელიც ჩვენივე ნებისამებრ ქალაქში გასეირნებასა და გართობას დავუთმეთ.
16:30 სთ-ზე ჩვენ შევხვდით სტუდენტურ ახალგაზრდულ სათათბირო ორგანიზაციას, რამაც ჩვენში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, კერძოდ კი გაცვლითი პროექტების ხელმისაწვდომობით. ორგანიზაციამ შემოგვთავაზა მიგვეღო მონაწილეობა მათ მიერ წარმოდგენილ გაცვლით პროგრამებში სადაც მონაწილეები აირჩეოდნენ შესაბამისი კრიტერიუმებით.

ამით დღევანდელი დღის ოფიციალური მხარე დავასრულეთ და გავემგზავრეთ ქ. ქუთაისის მიმართულებით სადაც დავბინავდით სასტუმროში. ვახშმის შემდეგ პავლე თვალიაშვილის, თეა მხეიძისა და ია გურჩიანის ინიციატივით მონაწილეები შევიკრიბეთ და მოკლედ მიმოვიხილეთ დღის განმავლობაში მიღებული ცოდნა, გამოცდილება და შთბეჭდილებები. ეს ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო როგორც დღის განმავლობაში ათვისებული სიახლეებისათვის თვალის გადავლება, ფაქტების შეჯერება და ანალიზი. ჩვენი მშვენიერი საღამო კი დავასრულეთ მხიარულ ნოტაზე გუნდური თამაშით რომლის არსიც ერთობლიობაში მდგომარეობდა...
ფოტოები 

დღის შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს მოსწავლეებმა:
სოფიო ცალანი
გიორგი მეკოშკიშვილი
ნოდარ ვიბლიანი

შთაბეჭდილებები - ახალგაზრდების სასწავლო ტურის მესამე დღე

დაახლოებით დილის 8:00-საათზე გავიღვიძეთ ვისაუზმეთ და 10:00 საათისთვის წავედით რადიო  „ათინათში“, სადაც მომუშავე პერსონალმა მოგვიწყო თბილი დახვედრა, მათ დაგვათვალიერებინეს სამუშაო ოთახები და დაწვრილებით აგვიხსნეს მათი საქმიანობა. ასევე გვქონდა შესაძლებლობა დავსწრებოდით პირდაპირი რადიო ჩართვის მსვლელობას. მათ მოგვცეს საშვალება მსურველებს ჩაგვეწერა საკუთარი შთაბეჭდილებები სასწავლო ტურის შესახებ, რასაც ჩვენს თვალწინ გაუკეთეს მონტაჟი და გადმოგვცეს სამახსოვროდ. ჩვენ ძალიან მოგვეწონა ხმი ჩაწერის პროცესი, ერთადერთი რაც ვინანეთ იყო ის, რომ არ ვთქვით მეტი. რადიოათინათშივიზიტის შემდეგ ჩვენ შეგვექმნა სრული წარმოდგენა იმის შესახებ თუ როგორ იქმნება რადიო გადაცემები.                                                                                                              

ამის შემდეგ გავემგზავრეთ ბათუმში. მანქანაში ბევრი ვიმხიარულეთ, ვთამაშობდით სააზროვნო თამაშებს და ვმღეროდით ქართულ სიმღერებს. დავბინავდით სასტუმროადელშიდა 15:00 საათზე წავედით არასამთავრობო ორგანიზაციადემოკრატიის ინსტიტუტში“,სადაც გვესაუბრნენ მათ დანიშნულებასა და მოღვაწეობაზე, გრანტების მოპოვების სამართლებრივ გზებზე. ჩვენ ვისწავლეთ თუ როგორ უნდა მოვიპოვოთ დაფინანსება წარმატებული პირისგან და არ ვუთხრათ მათ უბრალოდმიყიდე“.  ორგანიზაციის წარმომადგენლებს გაუზიარეთ  იდეები  გადმოგვცეს საჩუქრად წიგნიქართული კულტურა,სამართლის ძეგლები და დემოკრატიული ღირებულებები“ .


დემოკრატიის ინსტიტუტიდან  წამოსვლის შემდეგ გავისეირნეთ ბულვარში და ვეწვიეთ N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბბალავარს“. კლუბმა პრეზენტაცია ცეკვით გახსნა და შუალედებშიც წარმოგვიდგინა მუსიკალური ნომრები.მათივე მოთხოვნით, მუსიკალური ნომრების საპასუხოდ ჩვენც შევასრულეთ რამოდენიმე ხალხური სიმღერა.  მათ გვიჩვენეს ფილმი  და დეტალურად აგვიღწერეს  კლუბის საქმიანობა. ჩვენ დაბალავარისწევრებმა გავცვალეთ იდეები და  კონტაქტები. იყო ბევრი ახალი და საინტერესო იდეა რომელთა განხორციელებასაც საკმაოდ რეალური შანსები აქვს.  შეხვედრის დასასრულს მიგვიწვიეს ლანჩზე და გამოგვაცილეს ცეკვით.


საღამოს ვივახშმეთ და კომენტარებით  შევაჯამეთ   სასწავლო ტურის მე-3 დღე, რის შემდეგაც გავედით ბათუმის ბულვარში, დავათვალიერეთ სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები, ვიცეკვეთ  და ვისეირნეთ  გვიანობამდე. დღემ ფრიად სასიამოვნოდ ჩაიარა. ყველაზე კარგი  კი ის არის რომ რაც უფრო ბევრ ორგანიზაციებსა და  აქტიურ თანატოლებს   ვხვდებით მით უფრო  დიდი სურვილი გვიჩნდება   ჩვენც  აქტიურად   ჩავერთოთ  სამოქალაქო ცხოვრებაში .


ფოტოები 

დღის შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს მოსწავლეება: 
დათა ნარსავიძე
თეონა სუბარი
ზურაბ ხორგუანი