ზემო სვანეთის ორგანიზაციებისა და ახალგაზრდების საქმიანობების ღია გამოფენა

27 ივნისს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) მესტიის ოფისში გაიმართა ზემო სვანეთის ორგანიზაციებისა და ახალგაზრდების საქმიანობების ამსახველი ღია გამოფენა.


გამოფენაში მონაწილეობას იღებდა ზემო სვანეთის 11 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციისა და 3 საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები. ასევე ლატალის, ეცერის, ბეჩოს, ფარისა და ჭუბერის თემის ახალგაზრდები. თითოეულ ჯგუფს ჰქონდა საკუთარი სტენდი.







ღონისძიებას ესწრებოდნენ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე გოჩა ხორგუანი. საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნინო ნაკანი, მესტიის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი დარეჯან ნიგურიანი, ზემო სვანეთის სკოლების დირექტორები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები.



გამოფენა გახსნა პროექტის დირექტორმა ბატონმა პავლე თვალიაშვილმა. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო გამოფენის მიზანი - ზემო სვანეთის ორგანიზაციებისა და ახალგაზრდა ლიდერების ერთმანეთთან საქმიანი დაკავშირება. ბატონმა პავლემ სპეციალური მადლობის სიგელი გადასცა მესტიის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელს ქალბატონ დარეჯან ნიგურიანს წლების მანძილზე CTC-ისთან თანამშრომლობისა და ახალგაზრდებისა და სკოლებისთვის განხორციელებულ არაერთ საქმიანობაში ხელშეწყობისთვის.




გამოფენის ძირითადი ნაწილი დაეთმო პრეზენტაციებს. თითოეული ორგანიზაციისა და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს საკუთარი საქმიანობა, დაარიგეს საქმიანობის ამსახველი ფლაერები, ისაუბრეს განხორციელებულ და მიმდინარე ღონისძიებებზე და იმ შესაძლო სფეროებზე, სადაც ესაჭიროებათ ახალგაზრდა მოხალისეები.





ახალგაზრდებმაც გააკეთეს საკუთარი გამოცდილების (ახალგაზრდული ინიციატივები, პროექტები, ღონისძიებები) პრეზენტაცია. მათ ორგანიზაციებს წარუდგინეს საკუთარი შესაძლებლობები და გააცნეს ის შესაძლო სფეროები, რომლებშიც შეეძლოთ და სურვილი ჰქონდათ მოხალისეობის.















ორგანიზაციაში მოხალისეობის მაგალითის საილუსტრაციოდ, CTC-ის გერმანელმა მოხალისეებმა ასტრიდმა და მირიამმა, მოკლედ წარადგინეს სვანეთში ერთი წლის განმავლობაში მათ მიერ ახალგაზრდებისთვის განხორციელებული საქმიანობები.







პრეზენტაციების შემდეგ, არაფორმალურ გარემოში ტკბილეულსა და გამაგრილებელ სასმელთან ერთად, ორგანიზაციებსა და ახალგაზრდებს ჰქონდათ საშუალება საქმიანი ურთიერთობები დაემყარებინათ ერთმანეთთან, ორგანიზაციებს - მოეზიდათ ახალგაზრდა კადრები, ხოლო ახალგაზრდებს - შეეთავაზებინათ საკუთარი კანდიდატურა მოხალისედ.  



გამოფენის ბოლოს საზეიმო ვითარებაში მოხდა სერთიფიკატებისა და მადლობის სიგელების გადაცემა. სერთიფიკატები გადაეცათ 2013 წლის სასწავლო ტურის მონაწილე ზემო სვანეთის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ახლაგაზრდებს,  ასევე 2012 წლის სასწავლო ტურის მონაწილე ახალგაზრდებს. მადლობის სიგელები გადაეცათ ზემო სვანეთის იმ სკოლების დირექტორებსა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებს, სადაც ჩამოყალიბებულია სამოქალაქო კლუბი და მნიშვნელოვანი ხელშეწყობაა ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების განხორციელების. 

ღია გამოფენა გაიმართა პროექტის  ,,სასწავლო ტური ზემო სვანეთის აქტიური ლიდერებისთვის დასავლეთ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებში” ფარგლებში. ის იყო პროექტის შემაჯამებელები ღონისძიება აპრილის თვეში ზემო სვანეთის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ახლაგაზრდებისთვის განხორციელებული სასწავლო ტურების შემდეგ.

პროექტს  ახორციელებდა ორგანიზაცია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC).

პროექტი დააფინანსა  ფონდმა ,,ღია საზოგადოება საქართველო”.

ღია გამოფენა

2013 წლის 27 ივნისს CTC-ის მესტიის ოფისში დაგეგმილია ღია გამოფენის მოწყობა. ეს არის აპრილის თვეში განხორციელებული სასწავლო ტურების შემდეგ შემაჯამებელი ღონისძიება, რომლის მიზანია ზემო სვანეთის ორგანიზაციებისა და ახალგარზდების ერთმანეთთან საქმიანი დაკავშირება.

გამოფენაში მონაწილე ზემო სვანეთის ორგანიზაციებს ექნება თავისი კუთხე და სტენდი. მოეწყობა მათი საქმიანობების პრეზენტაციები, ყველა ორგანიზაციას ექნება შესაძლებლობა საზოგადოებას აჩვენონ მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობა და მოიზიდონ ახალგაზრდა კადრები.

ასევე, ზემო სვანეთის ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება საკუთარი შესაძლებლობები დაანახონ ორგანიზაციებს. მოეწყობა ახალგაზრდების საქმიანობების (ინიციატივები, პროექტები, ღონისძიებები)  ნამუშევრების გამოფენაც. 

ზემო სვანეთის ორგანიზაციების სამუშაო შეხვედრა სასწავლო ტურში დამეგობრებულ ორგანიზაცია ”ბორჯღალთან”

2013 წლის 5 ივნისს CTC-ის მესტიის ოფისში შედგა შეხვედრა სასწავლო ტურის დროს ბათუმში ერთ-ერთი მასპინძელი ორგანიზაციის ”ბორჯღალისა” და სასწავლო ტურის მონაწილე ზემო სვანეთის ორგანიზაციების წარმომამადგენლებს შორის. ზემო სვანეთის ორგანიზაციებიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ:

1.''მთიანი რეგიონის ქალები''- რუსუდან ნაკანი, სვეტა მჭედლიანი.
2.''
სვანეთის კულტურისა და განათლების ცენტრი'' - მერაბ ხერგიანი, დავით ხერგიანი.
3.
საინიციატივო ჯგუფი ''ახალი სიცოცხლე მთას'' - ნინო ფალიანი.

ორგანიზაცია ”ბორჯღალის” ხელმძღვანელმა ილია გუჩმანიძემ მოკლე ინფორმაცია მიაწოდა შეხვერდის მონაწილეებს ეკომიგრანტებთან დაკავშირებით მიმდინარე კვლევის შესახებ.  შეთანხმდნენ დაინტერესების შემთხვევაში  ამ თემაზე ერთობლივი პროექტის განხორციელებაზე.

ასევე, ინტერესი გამოიწვია მითიური ლეგენდების შეგროვების იდეამ. ამ თემამ ''მთიანი რეგიონის ქალების'' მხარდაჭერა მოიპოვა და უახლოეს დღეებში პრაქტიკული ნაბიჯები გადაიდგმება ერთობლივი პროექტის შესაქმნელად. 

ჭუბერის ახალგაზრდების მიერ გამოცდილების გაზიარება

2013 წლის 23 აპრილს ჭუბერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო ტურში მიღებული გამოცდიელბა და ცოდნა გაუზიარეს  ჭუბერის სკოლის მოსწავლეებს, მათ შორის სამოქალაქო კლუბის წევრებს და მასწავლებელებს (მათემატიკის, ფიზიკისა და ბიოლოგიის). 

ახალგაზრდებმა ისაუბრეს პროექტებში მონაწილეობის აუცილებლობაზე, მოხალისეობაზე და განიხილეს სასწავლო ტურზე გაცნობილი ორგანიზაციების მიმართულებები.

პრეზენტაციის შემდეგ გაესაუბრნენ მსმენელებს, მოისმინეს და განიხილეს მათი იდეები. სამოქალაქო კლუბში გაწევრიანდნენ ახალი წევრები მე-9 და მე-8 კლასიდან. 






ლატალის ახალგაზრდების მიერ გამოცდილების გაზიარება

2013 წლის 19 აპრილს სასწავლო ტურის მონაწილე ლატალის ახალაგზრედბმა მათ სკოლაში თანატოლებს გაუზიარეს CTC-ის მიერ ორგანიზებულ სასწავლო ტურში მიღებული ცოდნა. სასწავლ ტურის პრეზენტაციასთან ერთად, გავმარტეს დისკუსიები სხვადასხვა პრობლემატურ თემებზე, იდებტეს და დაგეგმეს მომავალი საქმიანობები.



ფარის ახალგაზრდების მიერ გამოცდილების გაზიარება

2013 წლის 19 აპრილს სასწავლო ტურის მონაწილე ფარის ახალაგზრედბმა მათი სკოლის სამოქალაქო კლუბის ”ცოდნა ძალაა" წევრებს გაუზიარეს CTC-ის მიერ ორგანიზებულ სასწავლო ტურში მიღებული ცოდნა. გააცნეს ახალი იდეები და სამომავლო გეგმები.

 

სასწავლო ტურის II ნაკადი დასრულდა

19 აპრილს დასრულდა სასწავლო ტურის მეორე ნაკადი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ზემო სვანეთის არასამათავრობო ორგანიზაციებისა და სანიციატივო ჯგუფების 13-მა წარმომადგენელმა. მათ მოინახულეს ზუგდიდის, ბათუმის, ქობულეთის, ოზურგეთის და ქუთაისის არასმათავრობო ორგანიზაციები, გაეცნენ მათ გამოციდლებას, წარადგინეს საკუთარი ორგანიზაციები და საპროექტო იდეები. დაიგეგმა ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე მუშაობის დაწყება.

ფოტოები IV დღე. 
ფოტოები  V დღე.

სასწავლო ტური ორგანიზაციებისთვის

15 აპრილს დაიწყო სასწავლო ტური ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის,  15-16 აპრილს  სასწავლო ტურის მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგი პროექტების მართვა, მოხალისეობა და ადვოკატირების დროს სოციალური მედიის მნიშვნელობაზე, ქალაქ ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. ტრენინგი ჩაატარა რუსუდან ყალიჩავამ.

ფოტოები I დღე.
ფოტოები II დღე.
ფოტოები III დღე.

ეცერის ახალგაზრდების მიერ გამოცდილების გაზიარება

2013 წლის 17 აპრილს CTC-ის მიერ ორგანიზებულ სასწავლო ტურის მონაწილეე ეცერის ახალაგზრდებმა მიღებული ცოდნა და ინფორმაცია გაუზიარეს ეცერის საჯარო სკოლის მოწავლეებს. შეხვედრას ესწრებოდა დაახლოებით 25 მოსწავლე. მოსწავლეების მხრიდან დიდი დაინტერესება მოჰყვა და გაუჩნდათ სურვილი, იყვნენ უფრო აქტიურები.

მაზერის ახალგაზრდების მიერ გამოცდილების გაზიარება

2013 წლის 15 აპრილს CTC-ის მიერ ორგანიზებულ სასწავლო ტურის მონაწილეე მაზერის ახალაგზრდებმა მიღებული გამოცდილება გაუზიარეს მაზერის საჯარო სკოლის მოწავლეებს. გააცნეს რას მოიცავდა სასწავლო ტურის პროგრამა, რა ორგანიზაციებს შეხვდნენ, როგორ მუშაობენ სხვა რეგიონებში სამოქალაქო კლუბები და რა ღონისძიებებს ახორციელებენ. აუხსნეს რა მნიშვნელობა აქვს მოხალისეობას, როგორ უნდა დაიწეროს პროექტი, რა არის დებატები.  ადგილზე საჩვენებელი დებატებიც ჩატარეს. შეხვედრას ესწრებოდა დაახლოებით 25 მოსწავლე

პროექტის მეორე ნაკადი დაიწყო

15 აპრილს დაიწყო პროექტის განხორციელების მეორე ნაკადი.  ზემო სვანეთის არასამთავრობო ორგანიზაციების 13 წარმომადგენელი გაემგზავრა დასავლეთ საქართველოს ქალაქებში ორგანიზაციების მუშაობის გასაცნობად. ასევე 15 და 16 აპრილს ქალაქ ზუგდიდში მათ ჩაუტარდებათ ტრენინგი თემაზე : პროექტების მართვა, მოხალისეობა და ადვოკატირების დროს სოციალური მედიის მნიშვნელობაზე.

შთაბეჭდილებები -ახალგაზრდების სასწავლო ტურის მეხუთე დღე

მეხუ  ძალიან საინტერესო  იყო, იმიტომ რო ალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ. 

შევხვდით  ახალგარზრა იურისტთა ასოციაციაში დებატ კლუბის წარმომადგენელს, რომელსაც შევუთანხმდით ჩამოვაყალიბოთ დება კლუბი

საკუთრი გამოციდლება გაგვიზიარეს ორგანიზაცია ”განათლება და სამყაროს” ახალგაზრდებმაც. შეხვედრის შემდეგ ახალგაზრდებმა ავისუფალი დრო დაგვიმეს და დაგვავალიერებინეს ქუაისის ირშეანიშნაობები,მათთან ერთად წავედით წავედით ბაგრატის აძარში, რაც ჩვენთვის უდიდესი მადლი იყო. 

შემდეგ წავედი ქუაისის ეჩვიდმეტე ჯარო სკოლაი, დაც შევხვდით ქუთაისის # 17 და # 25 სკოლის სამოქალაქო კლუბის წევერბს. შეხვედრა ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული. სამოქალაქო კლუბის წევრებმა  გაგვიზიარეს ავიან გამოცდილება, გაგვაცნე მა მიერ რმატებულად განხორციებული პროექტები. 

ბოლოს თავად ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ოფისს ვესტუმრეთ. ვენზე დიდი შთაბეჭდილებ მოახდინა, მა მიერ გადაებულმა ფილმებმა. ვისწავლე როგორ უნდა გადავი ცნობილ ადამიანებზე ფილმები  და ეს გამოცდილება მომავალში გამოგვადგება. 

საამოს როდესაც სვანეის გზას დავადექი, ყველა ემოციები დატვირული ვიყავით და ერმანეან განშორება ალიან ვიჭირდა.

დიდი იმედი გვაქვს რომ მომავალშიც ანალოგიური დღეები განმეორდება.


ფოტოები  

დღის შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს მოსწავლეებმა:
ეკა ცინდელიანი
ნინო წერედიანი
ნინო ხორგუანი